დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

სამოტივაციო ბლოგი იმ ადამიანებისთვის, ვინც ოცნებებს გულში ინახავს.

სამოტივაციო ბლოგი იმ ადამიანებისთვის, ვინც ოცნებებს გულში ინახავს.

2020 წლის ნოემბერში დაგვირეკა პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელსაც ნიუსის ჩაწერა უნდოდა დრაკარზე. ჩავწერეთ მოკლე ინტერვიუ, სადაც მან სამომავლო გეგმებზე დამისვა კითხვა. ჩემმა ტვინმა წამებში დაალაგა, რა ეპასუხა და პასუხი ასე გამოიყურებოდა: 2021 წლის შემოდგომაზე, ანუ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩვენი სახელოსნო უნდა გაგვეხსნა. ეს საკითხი მანამდე არ განგვიხილავს და ზოგადად ამ თემას ძალიან ბუნდოვანი ოცნების სახე ჰქონდა, თუმცა როგორც კი ეს ოცნება ხმამაღლა გაჟღერდა, ჩემმა ტვინმა მაშინვე დახატა სურათები, როგორი იქნებოდა ჩვენი სახელოსნო, როგორ ვიქნებოდით მხოლოდ ამ საქმეზე გადართულები მე და კახა, როგორ დავლევდით საღამოობით ჩვენს სახელოსნოში ლუდს მეგობრებთან ერთად და ბევრი ასეთი... ეს სურათები იმდენად ცხადი და გასაგები იყო, რომ ტვინმა ის აღიქვა უკვე, როგორც პროგრამა და დამოუკიდებლად, ჩემი განსაკუთრებული ჩარევისა და ძალისხმევის გარეშე დაიწყო ფიქრი, როგორ აესრულებინა ჩემთვის ეს ოცნება და მოძებნა გზები, რომელიც მანამდე სრულიად დახშული და წარმოუდგენელი ჩანდა...

ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ ზუსტად ერთი წლის თავზე ამ ინტერვიუდან ჩვენ უკვე ჩვენი სახელოსნო გვქონდა, მე და კახა მთლიანად ამ საქმიანობაზე ვიყავით გადართული და ლუდსაც ვსვამდით საღამოობით მეგობრებთან ერთად ჩვენს სახელოსნოში...

აქვე ჩარლი ჩაპლინის სამოტივაციო გამონათქვამს მოვიყვან იგივე თემაზე:

ვერასდროს დაინახავ ცისარტყელას, თუკი არასდროს აიხედავ ცაში...

იოცნებეთ გახსნილად და შემდეგ გააცოცხლეთ თქვენი ოცნებები...

სიყვარულით,

დრაკარი