დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

დიორამების მოვლა

დიორამების მოვლა

გამარჯობა,

როგორც იცით, ჩვენ ვამზადებთ თქვენთვის სასურველი ნივთების თუ საყვარელი ადგილების მინიატურებს, დიორამებს და ვცდილობთ მატერიალური სახე მივცეთ თქვენს მოგონებებს. 

ჩვენი დიდი სურვილია ეს მინიატურები თქვენთვის ძვირფას ნივთად იქცეს და იმისთვის, რომ ეს ძვირფასი ნივთი დიდხანს გვიხალისებდეს ცხოვრებას, მნიშვნელოვანია, მექანიკური დაზიანებებისგან დავიცვათ ის, მათ შორის მტვრისგან გასუფთავებისას.

რადგან ჩვენს მინიატურაში ყველაფერი ხელნაკეთია და ამავდროულად ძალიან მცირე ზომის დეტალებთან გვაქვს საქმე, საჭიროა სიფრთხილე.

ჩვენი რჩევაა მინიატურისთვის მტვრის მოსაცილებლად გამოიყენოთ ფუნჯები, ისეთი როგორიც ფოტოზეა.

დავასველოთ ფუნჯი და სალფეთქით თითქმის შევაშროთ, ისე რომ მცირე სინოტივე შეინარჩუნოს და ფრთხილად გავუსვათ მტვრიან ადგილებს. სხვადასხვა ზომის ფუნჯის დახმარებით ადვილად გაასუფთავებთ რთულად მისადგომ ადგილებსაც. 

მადლობა ყურადღებისთვის!

ბევრი ტკბილი მოგონება თქვენ და ამ მოგონებების გაცოცხლებაზე ზრუნვა ჩვენ.