დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

დრაკარი 3 წლისაა

დრაკარი 3 წლისაა

დღეს დრაკარის დაბადების დღეა 🥳🥳🥳

სამი წელი - სხვების მოგონებების უკეთ შემოსანახად...

სამი წელი - საკუთარი მოგონებების შესაქმნელად...

სამი წელი - ნამუშევრების დახვეწისა და პერფექციონისტული ახირებების დასაკმაყოფილებლად...

სამი წელი უამრავი თბილი სიტყვისა და სიყვარულის მისაღებად...

სამი წელი ბევრი ბედნიერი ემოციის სანახავად...

თუ ვინმე იკითხავს, რა გაგიკეთებია შენს ოჯახს იქით მნიშვნელოვანიო,

აგერ ბატონო... 70 ბედნიერი მოგონება გავაცოცხლეთ ამ სამი წლის განმავლობაში და 70 ახალი ბედნიერი მომენტი შევქმენით...

ძალიანაც ვიღლებით ხანდახან, ძალიანაც გვეძინება, მაგრამ ბევრ ახალს ვსწავლობთ და ბევრ ძველს ვიხსენებთ და ამ გზაზე თითოეული თქვენი სიტყვა და ემოცია გვმუხტავს, მოტივაციას გვაძლევს, გვახალისებს და ენერგიით გვავსებს...

მადლობა ამ სითბოსთვის და მუდმივად დადებითი აურისთვის. დრაკარის სამყაროში სწორედ ეს სითბოა ის ყვითელი გემი, რომელიც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ გაგვაცურინებს დაბრკოლებებით სავსე სამყაროში...💛

💛ყველანი ბორტზე!..

ბედნიერებას გისურვებთ,

კიდევ უამრავ ტკბილ მოგონებას და ამ მოგონებების ტკბილად გაცოცხლებას...

სიყვარულით, დრაკარი 💛