ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ მინიატურების სახელოსნო დრაკარი. 2019 წლიდან ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ინდივიდუალურად შექმნილი დიორამების წარმოება საქართველოში.

ჩვენს სახელოსნოში რეალური ადგილები განსაკუთრებული დეტალიზაციითა და რეალიზმით მინიატურულ სამყაროდ იქცევა. ჩვენთვის თითოეული წვრილმანი მნიშვნელოვანია, რადგან დიორამების მეშვეობით ვაცოცხლებთ ადამიანების მოგონებებს, ემოციებს, ოცნებებს და იდეებს.

დიორამებთან ერთად ვქმნით სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ სუვენირებს მრავალფეროვანი და პოპულარული თემატიკით. ამ ეტაპზე ჩვენს საიტზე ძირითადად წარმოდგენილია მაცივრის მაგნიტები, თუმცა სულ მალე დაემატება ჭიქის დასადებები, ტელეფონის სადგამები, გასაღების საკიდები და სხვა ორიგინალური, უნიკალური ნამუშევრები. გვაქვს სუვენირები ფილმების, სერიალების, მუსიკის, სპორტის და ა.შ. თემატიკაზე.

ჩვენ ვქმნით სუვენირებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ კრეატივს და მათთვის, ვისაც უყვარს საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გაბედნიერება გამორჩეული და ნაფიქრი საჩუქრებით.